
წელს, საქართველოში გამოცდების პროცესი 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. ზოგადი უნარების ტესტზე რეგისტრირებული აპლიკანტები მას 9 ივლისს ჩააბარებენ.
აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. საგამოცდო პერიოდი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით 22 ივლისს დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან.
სტუდენტური საგრანტო კონკურსი 10 ივლისს გაიმართება.
მაგისტრატურის კანდიდატები საერთო მაგისტრატურის გამოცდებს 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
აპლიკანტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს და მაგისტრატურის პროგრამის კანდიდატებს უკვე შეუძლიათ საგამოცდო ბარათების დაბეჭდვა ვებგვერდზე online.naec.ge.
გამოცდის თარიღების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს- naec.ge.