საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის შემოდგომაზე გაიმართება. Jnews რეგულარულად სტუმრობს სხვადასხვა სოფელს, რათა გაარკვიოს, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა არჩევნების შესახებ. ამჯერად ჩვენ ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკას ვესტუმრეთ.

გორელოვკას მოსახლეობის ნაწილი არჩევნების შესახებ ინფორმირებული იყო, მეორე ნაწილი კი გულგრილია და არც კი ინტერესდება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა არჩევნებზე ანონიმურად საუბარს ამჯობინებს.ხაზგასასმელია ისიც, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში როგორც ეთნიკური სომხები, ასევე ქართველები ცხოვრობენ.

ჩვენმა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, რომელიც არჩევნების შესახებ ინფორმირებულია, თქვა:
„არჩევნები იქნება თუ არა, რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის? მე ხანში შესული კაცი ვარ, არ მაინტერესებს“.

მიუხედავად იმისა, რომ გორელოვკას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არჩევნების მიმართ ნეიტრალურები არიან, ისინი მაინც მიდიან საარჩევნო უბანზე და არჩევნების დღეს ხმას აძლევენ.

„ჩვენ არჩევნებში ვმონაწილეობთ. აქ, სკოლებში საარჩევნო უბნები იხსნება. ჩვენს სოფელში არჩევნები ძალიან კარგად ტარდება, ყველას ხმა მნიშვნელოვანია. თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა თქვენს მიერ არჩეული კანდიდატი და პროგრამა გაიმარჯვოს.“

სოფელ გორელოვკას მცხოვრებლები განმარტავენ, რომ ოჯახური საზრუნავისა და სოფლის საქმეების გამო სიახლეების შესახებ არ არიან ინფორმირებულნი.

„არჩევნებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არაფერი ვიცი, რა უნდა ვიცოდე?“

აღსანიშნავია, რომ სოფლის ახალგაზრდობა, როგორც წესი, არჩევნების თემაზე აზრის გამოთქმას ერიდება.

აღსანიშნავია, რომ წელს გორელოვკას ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგი სოფლები შედის: გორელოვკას საარჩევნო უბანი (No12), ორლოვკას საარჩევნო უბანი (No13), ჟდანოვაკანის საარჩევნო უბანი (No14), სამების საარჩევნო უბანი (No15), სპასოვკას საარჩევნო უბანი (No16) და ეფრემოვკას საარჩევნო უბანი (No17).

ფენია თოროსიან