
ელექტრონულ ჩანაწერთა წიგნში ვერცხლის მედლის კანდიდატად დაფიქსირებულ მოსწავლეებს 2024–2025 სასწავლო წელს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ ოქროს მედლის მფლობელები.
დონის ქულა განისაზღვრება საგნობრივი დონის ქულების არითმეტიკული საშუალოს მიხედვით რომელიც მრგვალდება უახლოეს ათწილადამდე.
საგნობრივი დონის ქულა კი ითვლება X, XI და XII კლასებში მიღებული წლიური საგნობრივი ქულების არითმეტიკული საშუალოს საფუძველზე და ისიც მრგვალდება უახლოეს ათწილადამდე.
ოქროს მედალი გადაეცემა იმ მოსწავლეს, რომლის საგნობრივი დონის ქულები მესამე დონის ყველა საგანში დამრგვალდება 10-მდე.
ეს ნიშნავს, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც ადრე 9.9 ქულით ვერცხლის მედალს იღებდნენ, ახლა მიიღებენ ოქროს მედალს.
ადრე ვერცხლის მედლის მისაღებად საჭირო იყო დონის ქულა 9.8-დან 10-მდე. ახალი წესით, ვერცხლის მედალი ენიჭება მოსწავლეს, რომლის დონის ქულა მერყეობს 9.7-დან 9.8-მდე, ხოლო 9.9 ქულა უკვე ავტომატურად განაპირობებს ოქროს მედლის მინიჭებას.