საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 179.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.7 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე.კლება გამოწვეულია სააქციო კაპიტალისა და სასესხო ვალდებულებების თანაფარდობის შემცირებით.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

  • ჩეხეთის რესპუბლიკა – 43 მილიონი აშშ დოლარი
  • აშშ – 39.6 მილიონი აშშ დოლარი
    თურქეთი – 28.1 მილიონი აშშ დოლარი
  • ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 25.4 მილიონი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 25 მილიონი აშშ დოლარი
  • მარშალის კუნძულები – 24.1 მილიონი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები – 22.4 მილიონი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 19.2 მილიონი აშშ დოლარი
  • ისრაელი – 12.9 მილიონი აშშ დოლარი
  • მალტა – 12.4 მილიონი აშშ დოლარი

გარდა ამისა, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი რაოდენობა ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო, რაც 70.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის იყო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ს შეადგენს.მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი 52.3 მილიონი აშშ დოლარით (29.2%), ხოლო მესამე ადგილზეა წარმოების სექტორი 27.5 მილიონი აშშ დოლარით (15.3%). პირველ ხუთეულში შედის მშენებლობა 20.5 მილიონი აშშ დოლარით და ტრანსპორტი 18.3 მილიონი აშშ დოლარით.