„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ახალ დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დანიშნა, რის შედეგადაც თითქმის სამი წლის განმავლობაში არსებული ვაკანტური თანამდებობა შეივსო.

ფურცლაძემ ამ პოსტზე ამირან გამყრელიძე შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 2022 წლის აგვისტოში გადადგა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, რის შემდეგაც იგი NCDC-ის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ შეცვალა.

ირაკლი ფურცელაძე 2002 წლიდან 2024 წლამდე ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“ მუშაობდა, ხოლო 2011 წლიდან 2013 წლამდე ამავე კომპანიიც გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლიდან 2018 წლამდე იგი სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა.