განახლებული დიზაინის ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული ბარათების, ასევე დროებითი ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემა გადაიდო.
აღვნიშნოთ, რომ ცვლილება ძალაში 4 ივნისს, უნდა შესულიყო, თუმცა, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ახალი ვიზუალური დოკუმენტების ძალაში შესვლის თარიღი გადაიდო 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე.
გარდა ამისა, გადაწყვეტილებას დაემატა მუხლი, რომლის მიხედვითაც, დოკუმენტებზე აღნიშნული იქნება მომხმარებლისა და მწარმოებლის სახელები, მათი ინიციალებით, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეგისტრაციო ნომერი.
ასევე აღსანიშნავია, რომ განახლებული დიზაინით პასპორტების გაცემაც გადაიდო. განახლებული ბრძანებულების თანახმად, ახალი ვიზუალური საიდენტიფიკაციო ბარათების გაცემაც 2025 წლის 1 აგვისტოდან დაიწყება.