
5 ივნისს, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის წარმომადგენელი ახალგაზრდა სპორტსმენები პირველად ავიდნენ სცენაზე და მონაწილეობა მიიღეს ფოთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დღეს მონაწილე ახალქალაქელი სამი სპორტსმენიდან ორმა პირველი ბრძოლები მოიგო და შემდეგ რაუნდში გავიდა. ახალქალაქიდან სულ 6 სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებები 5-დან 8 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ფოთში ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ახალგაზრდული კრივის ტურნირი მიმდინარეობს. მასში 5 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სპორტსმენები მონაწილეობენ.
ახალქალაქელი მოკრივეების ფოთში მიღწეული შედეგების შესახებ Jnews შემდეგ მასალებში მოგიყვებათ.