გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 5 ივნისს, ჰაერის ტემპერატურა შედარებით უნდა გაზრდილიყო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, თუმცა, განახლებული მონაცემებით, 7 ივნისისთვის 1 გრადუსით დათბობაა პროგნოზირებული, დღეს და ხვალ იგივე ამინდია მოსალოდნელი, რაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში – შედარებით გრილი, ცვალებადი ქარი, ხანმოკლე წვიმა, ჭექა-ქუხილი, შესაძლებელია სეტყვაც კი.

ამინდის პროგნოზი დღეების მიხედვით 5 ივნისიდან 7 ივნისამდე

5 ივნისს – ხუთშაბათს

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +13, +18°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +12, +17°.

6 ივნისს – პარასკევს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +24 +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +24, +29°; მაღალმთაში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22, ზოგან +27°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°,ზოგან +27°-მდე; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.

7 ივნისს – შაბათს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +25 +30°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°, ზოგან +24°-მდე.