
ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის აღდგენა იგეგმება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამუშაოების Design-Build მეთოდით შესყიდვის გამოცხადებას გეგმავს, ამ ეტაპზე კი შესაბამის ბაზრის კვლევას აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს: მოსაზრება ტექნიკური დავალებით, პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, სრული განსახორციელებელი სამუშაოებისა და და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ მოსაზრება.
ცნობისთვის, საბაგირო ხაზი განთავსებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარის მაღალმთიანეთში. ის აკავშირებს დაბა ხულოს რთულად მისაწვდომ სოფლებთან, როგორებიცაა: თაგო, ჩაო, ძმაგულა და ფაჩხა, სადაც 180 კომლზე მეტი ცხოვრობს. არსებული საბაგირო ხაზი უსაყრდენო კონსტრუქციისაა.
აღსანიშნავია, რომ ხულო-თაგოს საბაგირო გზა ევროპაში უსაყრდენო საბაგიროებს შორის მეორე ადგილზეა.
ცნობისთვის, საბაგირო გზის სიგრძე შეადგენს 1720 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 350 მეტრია.
საბაგირო ხაზის მუშაობისათვის მოწყობილია ორი სადგური, დაბა ხულოსა და სოფელ თაგოში. ობიექტის მშენებლობა დაიწყო 1979 წელს. ექსპლუატაციაში კი შევიდა 1985 წელს. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ტექნიკური შეუსაბამობების გამო, ობიექტის ექსპლუატაცია შეჩერებულია.
საბაგიროთი მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 8 წუთს. მაშინ როცა, საბაგიროს გარეშე, აღნიშულ პუნქტებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადადგილებისათვის საჭიროა 1 საათზე მეტი დრო.
ხულო-თაგოს საბაგირო შესაძლოა, ისევ ამოქმედდეს
ტექნიკური დავალების თანახმად, საბაგირო აღდგენის შემდეგ იქნება ერთგონდოლიანი, უსაყრდენო, პლატფორმაზე გაჩერების უზრუნველყოფით. მინიმალური სიჩქარე იქნება არანაკლებ 5 მ/წამი. გონდოლით შესაძლებელი იქნება მინიმუმ 10 მგზავრის ან საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ 5 მგზავრისა და ველოსიპედების გადაადგილება.
„ძირითადი მოთხოვნაა შენარჩუნდეს ხულო-თაგოს უსაყრდენო საბაგირო ხაზის მოწყობის პრინციპი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. გარდა ამისა, საბაგირო ხაზის სადგურების გეგმარება შესაძლებელია მოიცავდეს:
სადგური „ხულოს“ შემთხვევაში:
ხოლო სადგური „თაგოს“ შემთხვევაში:
არანაკლებ 80 კვ.მ. კვების, დასვენების ბლოკი.
ინფორმაციისთვის, პრეტენდენტებმა დოკუმენტები 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა წარადგინონ.
წყარო Bpn.ge