სახელმწიფომ საპატრიარქოს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომში მდებარე 4 619 კ3/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. 

განკარგულებას ხელი ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 30 მაისს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობები საპატრიარქოს 99 წლით გადაეცა.