ახალქალაქში მომდევნო 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი ხანმოკლე წვიმებით, ელვა და ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12-დან +18°-მდე, ხოლო ღამით +2-დან +9°-მდე. გარემოს ეროვნული სააგენტოს დეტალური ამინდის პროგნოზი დღის მიხედვით ქვემოთ არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი და ნინოწმინდა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს მიეკუთვნება.

3 ივნისი – სამშაბათი

აღმოსავლეთ საქართველოში – პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვაც იყოს. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: მაღალმთიანეთში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°.

4 ივნისი – ოთხშაბათი

აღმოსავლეთ საქართველოში – პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: მაღალმთიანეთში ღამით +3, +8°, ​​დღისით +12, +17°, ზოგან +20°-მდე.

5 ივნისი – ხუთშაბათი

აღმოსავლეთ საქართველოში – პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: მაღალმთიანეთში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°, ზოგან +24°-მდე.