
საქართველო კარგავს ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვან სეგმენტებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის კვლევაში, სადაც საქართველოში მიგრაციის ტენდენციებია მიმოხილული.
უფრო კონკრეტულად, პუბლიკაციის თანახმად, 2012 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია სტაბილურად აჭარბებდა იმიგრაციას, რის შედეგადაც შენარჩუნებული იყო მიგრაციის უარყოფითი წმინდა ბალანსი. მოგვიანებით პროცესები პანდემიის გამო შეზღუდულმა გადაადგილებამ შეანელა, თუმცა, 2021 წლიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატივების ტენდენცია გაგრძელდა.
„2021 წლიდან საქართველოს მოქალაქეების გადინება განახლდა და გაძლიერდა, პიკს მიაღწია 2023 წელს 163 140 ემიგრანტით – რაც ორჯერ მეტია 2021 წელს დაფიქსირებულ რაოდენობაზე. ეს დრამატული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ბავშვებისა და ახალგაზრდების წმინდა ემიგრაციის ზრდით, განსაკუთრებით 0-19 ასაკობრივ ჯგუფში (სულ 63 567 ადამიანი, რაც 2023 წელს საქართველოს მთლიანი წმინდა ემიგრაციის 89%-ს შეადგენდა). ამ ჯგუფში ჭარბად იყვნენ წარმოდგენილნი 10-14 წლის ბავშვები, კერძოდ, ამ პერიოდში ემიგრაციაში თითქმის 35 000 ბავშვი წავიდა.