OMC Armenia-ს ფედერაციამ სომხეთის ღია ჩემპიონატი ჩაატარა, რომელშიც სილამაზის სფეროს წარმომადგენლები როგორც სომხეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან მონაწილეობდნენ. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქელმა კრისტინა აკოფიანმაც, რომელმაც საპრიზო ადგილი დაიკავა.

კონკურსი 25 მაისს ერევანში, Erevan Expo-ს შენობაში გაიმართა. სილამაზის სფეროს სხვადასხვა სპეციალისტი საკუთარ ოსტატობაში შეეჯიბრა.

კრისტინამ გააკეთა საკონკურსო მაკიაჟი, შეასრულა ვარცხნილობა მანეკენზე და შეარჩია ტანსაცმლის დიზაინი. ის 500-ზე მეტ კონკურსანტს შეეჯიბრა, რის შედეგადაც ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.

191894d5-7935-4ef5-8da7-3dc8eee3cb3f

5ffdeedd-d138-48f8-83ec-010fa30c309d