ბოლო დღეებში, საქართველოში სოციალურ მედია პლატფორმებზე კვლავ აქტიურად განიხილეს ანტისომხური ორატორობის საკითხი. ამჯერად საქმე ადვოკატ ანა ჟღენტს უკავშირდება, რომლის TikTok პლატფორმაზე გამოქვეყნებულმა რამდენიმე ვიდეომ საზოგადოების გარკვეულ ფენებშიც და საქართველოს სომხურ თემშიც აღელვება გამოიწვია.არმენოფობიური ორატორობის ბრალდებები არა მხოლოდ ინტერნეტში გავრცელდა, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ქმედებებიც გამოიწვია. გასაჩივრებული ვიდეოებში ჯავახეთის სეპარატიზმის დიდი ხნის დახურულ თემას განიხილავს.

საქართველოს სომხური თემის პრეზიდენტის, არტურ მირზოიანის Facebook გვერდიზე ვკითხულობთ:

„კიდევ ერთი აჟიოტაჟი ატყდა სომეხთმოძულეობასთან დაკავშირებით, რომელიც Tiktok-ის პლატფორმაზე გავრცელდა. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ბევრია და ყველას კანონით პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად ეს ადვოკატის მიერ მოხდა, რომელიც ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია, ჩვენ დავუკავშირდით ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის დეპარტამენტს და ველოდებით მათ სათანადო რეაგირებას.“

Jnews-მა დაუკავშირდა მირზოიანს, რომელმაც დაადასტურა, რომ მან განაცხადი შეიტანა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტში.

„ანტი-სომხური განცხადებები მრავლადაა, ჩვენ სოციალურ პლატფორმებზე ყველას ნათქვამს ვერ გავეკიდებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ეს შემთხვევა ადვოკატთა ასოციაციის წევრ ადვოკატს უკავშირდება, ჩვენ მივმართეთ თავად ორგანიზაციას და მათგან ველოდებით სწორ რეაგირებას ამ შემთხვევაზე, წესდებით დადგენილი კონფიდენციალურობის ნორმებიდან გამომდინარე. ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.“

Jnews-მა ასევე ადვოკატ ანა ჟღენტს დაუკავშირდა, რომელიც ამ ყველაფერს პროვოგაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ვიდეოებში ის არა ადვოკატის, არამედ საქართველოს მოქალაქის სახით გამოდის, რომელიც თავისი ქვეყნის დაცვას ცდილობს. ის ადასტურებს, რომ ზოგიერთ ვიდეოში ემოციების გაკონტროლების გარეშე ისაუბრა.

ჩვენს შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ადვოკატი, რომ ჯავახეთში სეპარატიზმი არსებობს, მან უპასუხა, რომ ყველას შესახებ ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვის, მაგრამ სოციალურ ქსელებში არსებული ვიდეოებიდან და კომენტარებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ სეპარატისტული აზროვნების ადამიანები არიან და ყველას მოუწოდებს, საქართველო საკუთარ სახელმწიფოდ აღიქვან.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ ადვოკატთა ასოციაციაში შეტანილ სარჩელს, ადვოკატის თქმით, ეს მათი განხილვის საქმე არ არის, ხოლო სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

სანამ სომხური საზოგადოება ეთიკის კომისიის რეაგირებას ელოდება, TikTok-ის მსგავს პლატფორმებზე სიძულვილის ენის გავრცელების პრობლემა სულ უფრო ხშირად იქცევა საზოგადოებრივი წნეხის ტალღად. კითხვა ღია რჩება: რა ქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ სოციალურ პლატფორმებზე საჯარო საუბარი ცივილიზებული დისკუსიის ფარგლებს არ გასცდეს?