
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ახალქალაქისა და სოფლის მრავალი პატარა მაცხოვრებლისთვის – მხიარული და ფერადი დღე იყო, მშობლები არაფერს ზოგავდნენ იმისთვის, რომ დღესასწაული შვილებისთვის წარმატებული ყოფილიყო. მთავარი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
ცენტრალური პარკი სავსე იყო ხალხით. სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის მოწყობილი დროებით სავაჭრო მაგიდებთან ფერადი ბუშტებით, სათამაშოებითა და სხვადასხვა გასართობებით- ყველგან რიგი იდგა. პარკის სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ორგანიზაციის ახალგაზრდა მოხალისეებმა ბავშვების სახეზე დახატეს.
სურბ ხაჩ ეკლესიაში საკვირაო წირვა-ლოცვაზე ეკლესიის მსახურებმა ბავშვები დალოცეს.
სცენაზე გაიმართა კონცერტი, სადაც თავად ბავშვები, N1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ანსამბლ „ძავახკის“ პატარების ჯგუფები და სოფლის საცეკვაო ჯგუფები გამოვიდნენ. ცეცხლოვანი ცეკვა ახალქალაქის მომავლის სახლის მოსწავლეებმაც შეასრულეს ანიმატორების ფორმაში გამოწყობილები.
მომავლის სახლის აღსაზრდელებმა ანიმატორების კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები გაახარეს.
„პუი-პუი” თოჯინების თეატრმა წარმოადგინა თუმანიანის ზღაპრი „ბოროტების დასასრული“.
ახალქალაქის სამხატვრო სკოლამ მოსწავლეების ნახატების გამოფენა განახორციელა.
ამალია დღეს ერთი წლის გახდა, მან დაბადების დღე პარკში აღნიშნა მშობლებთან ერთად
ეს და და ძმა არიან – სარქისი და ნანე, სარქისი ბავშვთა დაცვის დღეს პირველად აღნიშნავს
პარკში გართობის პარალელურად, მომავლის სახლში 80-ზე მეტი ოჯახის ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წითელი ჯვრის საზოგადოება 1 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბავშვებს საჩუქრებს უგზავნის, მათ დარიგებას ახალქალაქის მერია ახორციელებს.
„რადგან ბევრი საჩუქარი არ იყო, გადავწყვიტეთ, რომ მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც მიეკუთვნებიან ორ ან მეტ სოციალურ ჯგუფს,როგორიცაა: სოციალურად დაუცველები, ობლები, შშმ ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები და სხვები”, – განაცხადა მერიის ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანაიდა იორდანიანმა.