სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებს 262 308,5 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია მიჰყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 163 549,86 ათასი აშშ დოლარი.

ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტია ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, რომლებიც მთლიანი ექსპორტის 14%-ს შეადგენს:

  • ძვირფასი ლითონის მადანი და კონცენტრატები — $36,416,47 ათასი.
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები — $33,295,07 ათასი.
  • ფეროშენადნობები — $28,124,92 ათასი.
  • სასუქები — $22,351,82 ათასი.
  •  თხილეული – $20,313,21 ათასი.

იანვრიდან აპრილამდე საქართველოს ექსპორტმა 2 014 373,39 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც 13% ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა.