ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვის ტენდერში შპს „სენა ავტომ“ გაიმარჯვა. ავტობუსები ახალქალაქში სამი თვის განმავლობაში ჩავა, რის შემდეგაც მათი ექსპლუატაციის დეტალები განიხილება. სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების საკითხი საკრებულოს კომისიის სხდომაზე 2025 წლის 27 მაისს განიხილეს.

მუნიციპალიტეტმა ავტობუსების შესაძენად 424 178 ლარი გამოყო. ტენდერში შპს „სენა ავტომ“ გაიმარჯვა, რომელმაც 398 000 ლარი შესთავაზა.

მას შემდეგ, რაც Jnews-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია მერიის განზრახვის შესახებ, სამგზავრო ტრანსპორტის გაშვებასთან დაკავშირებით, რედაქციამ სოფლის მოსახლეობისგან მიიღო წერილები შეკითხვებით სავარაუდო მარშრუტებთან დაკავშირებით.

ჩვენი ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსების მარშრუტებთან და მომსახურების სხვა დეტალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს საკითხი ასევე განიხილეს საკრებულოს 2025 წლის 27 მაისს გამართულ სხდომაზე.

ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მნაცაკან ფამბუხჩიანის განცხადებით, ყველა დეტალი ავტობუსების ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება:

„ავტობუსები ჩამოვა, შემდეგ გადავწყვეტთ მიმართულებებსაც და დეტალებსაც“, — განაცხადა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.

სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისთვის შეიქმნება ახალი სერვისი. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ავტობუსების მომსახურებისთვის თანხები ჯერ არ არის გათვალისწინებული.

მგზავრთა ავტობუსები რა მიმართულებით იმოძრავებენ, რამდენი მძღოლი უნდა დასაქმდეს, რა იქნება მგზავრობის საფასური – ამ და სხვა საკითხებს, რომლებიც ავტობუსების მომსახურებას უკავშირდება, მერია ავტობუსების მიღებისა და მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებების გაანალიზების გადაჭრას შემდეგ გეგმავს.

ახალქალაქის მერია სამგზავრო ავტობუსებს ყიდულობს