დღეს, 28 მაისს, ახალქალაქის Line Up ცენტრში, ცენტრის მოხალისეების მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნა.

ღონისძიების დასაწყისში შესრულდა ორი სახელმწიფოს სახელმწიფო ჰიმნები, გაკეთდა ისტორიული მიმოხილვა, ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია, სადაც გამოჩენილი ადამიანები და მნიშვნელოვანი თარიღები იყო წარმოდგენილი, წაიკითხეს პატრიოტული ლექსები ორივე ენაზე, ხოლო ცენტრის მოსწავლეებმა შეასრულეს სომხური და ქართული ხალხური ცეკვები.

micocarum 2

micocarum 4

მარიანა საჰარიანი დაახლოებით ერთი თვეა, რაც Line Up Center-ში მოხალისეობს და ეს ღონისძიება პირველად მეგობართან ერთად მოაწყო.

„ეს ჩვენი პირველი მოხალისეობრივი ინიციატივაა. რადგან სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეები მაისშია, გადავწყვიტეთ, ეს დღე აღგვენიშნა. ღონისძიებისთვის 1-2 კვირა ვემზადებოდით“, ამბობს მარიანა.

line up mijocarwum 1

მარიანა აღნიშნავს, რომ მათ სპეციალურად მოწვეული სტუმრები ჰყავთ სხვადასხვა სკოლიდან და ახალგაზრდული ცენტრიდან.

Line Up-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სონა ტონაკანიანი ამბობს, რომ ცენტრის ახალგაზრდულ ფრთას 20-ზე მეტი მოხალისე ჰყავს და ანგელინა და მარიანა ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენ.

mijocarum 3

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით „დაე, ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენი სიამაყის წყარო იყოს“ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში მდებარე Line Up ცენტრი 2022 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს ცენტრში 250-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რომელთა უმეტესობა სომხურ საცეკვაო ჯგუფში. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს თეატრალური ჯგუფი, დოლის, გიტარას და დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფები.

ფენია თოროსიან