
28 მაისს, ახალქალაქის ახალგაზრდულ საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრში, სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.
ახალგაზრდული ცენტრის სომხური ისტორიის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების მოკლე ისტორიული მიმოხილვა, რომელსაც თან ახლდა ახალგაზრდული ცენტრის სიმღერისა და ცეკვის წრეების მიერ შესრულებული პატრიოტული და სამხედრო სიმღერები და ცეკვები.
ასევე წაიკითხეს დამოუკიდებელი სომხეთის ქება-დიდების ლექსები. ხატვის ჯგუფის სტუდენტებმა წარმოადგინეს ნახატები სახელწოდებით „სომხეთი ჩემია“.
ღონისძიების დასასრულს, ახალქალაქის ახალგაზრდული საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა კარინე თადევოსიანმა, დამსწრეებს მიულოცა სომხეთის დამოუკიდებლობა და აღნიშნა, რომ სომხებმა 600 წლის განმავლობაში სახელმწიფოებრიობა დაკარგვის შემდეგ, თავიანთი გმირული ბრძოლის გამარჯვებით მსოფლიოს გამოუცხადეს სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
მილოცვებსა და დღის მნიშვნელობაზე ასევე ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლის- სოფია ჰოვჰანნისიანის დედა, ლილიტმაც ისაუბრა.
ამის შესახებ ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის Facebook გვერდი წერს.