
2025 წლის 20 მაისს, აზავრეთის საჯარო სკოლის 1985 წლის კურსდამთავრებულებმა, სკოლის დამთავრებიდან 40 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. შეხვედრა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა.
სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა ვერ შეძლო ჩამოსვლა- 28 კურსდამთავრებულიდან მხოლოდ 14 იყო მოსული. 1985 წელს აზავრეთის სკოლა ათწლიანი საბაზო საფეხურის იყო და სწორედ მაშინ დაამთავრა ამ თაობამ. წელს ისინი კვლავ იქ არიან, ადგილი სადაც ყველაფერი იქვე დაიწყეს.
კარინე კაროიანი შეხვედრაზე მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. მან აღიარა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ კუთხეში, ჯავახეთში, არ ყოფილა.
„დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ძალიან მინდოდა მოსვლა. თბილად დაგვხვდნენ. სკოლა გარემონტებული შემხვდა, ჩვენი კლასი ახლა მასწავლებლის კაბინეტად გადაკეთდა, მაგრამ მაინც ჩვენს მერხებთან დავსხედით. დირექტორმა ყველას სახელი წარმოთქვა. გავიზარდეთ, შევიცვალეთ, მაგრამ მაინც თბილად დავხვდით ერთმანეთს. სამწუხაროდ, ორი ჩვენგანი აღარ არის ცოცხალი – სერგეი კაჩაიანი და რაფიკ ფაშაიანი“, – თქვა კარინე კაროიანმა.
მისი თქმით, შეხვედრის იდეა კლასის ქალთა ნაწილს ეკუთვნოდა და ორგანიზებაზე იშხან სარგსიანი იყო პასუხისმგებელი. ყველა ხარჯი მამაკაცებმა დაფარეს.
1985 წლის კურსდამთავრებულები, ისევე როგორც 2025 წლის ამჟამინდელი კურსდამთავრებულები,გამოსაშვები ლენტებით იდგნენ საზეიმო რიგში, ცეკვავდნენ, აღფრთოვანებულები და ბედნიერები იყვნენ. სკოლის ამჟამინდელი დირექტორი, სლავიკ ეღიაზარიანი, ერთ დროს მათ სომხურ ენას ასწავლიდა. კურსდამთავრებულთა კლასის მასწავლებელი იყო თოროსიანი ნარიმანი, რომელიც აღარ არის ცოცხალი. მას შემდეგ ბევრი მასწავლებელი უკვე გარდაიცვალა.
1985 წლის კურსდამთავრებულებს ტრადიცია ჰქონდათ – ბოლო ზარის წინა დღეს ისინი ტყეში მიდიოდნენ და ყვავილებს („ხოროტ მოროტ“) კრეფდნენ კურსდამთავრებულებისთვის გადასაცემად. ამჯერად ეს ტრადიცია არ შეუცვლიათ – თუმცა ყვავილები არ აჩუქეს, სამახსოვროდ შეინახეს.
სკოლის წლებში ბოლო ზარი ისეთი მასშტაბური არ აღინიშნებოდა, როგორც ახლაა და მაშინ მაღაზიებში ყვავილები არ იყიდებოდა.
შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა დადებითი ცვლილებები სოფელში, სკოლაში და მთლიანად რეგიონში- მათი თქმით, ჯავახეთის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდა.
კურსდამთავრებულებმა სამშობლოში ოთხი დაუვიწყარი დღე გაატარეს, მშობლიური ადგილები მოინახულეს, სეირნობდნენ, დაისვენეს, „თეთრობი“ მოინახულეს. ისინი კვლავ შეხვედრის იმედით დაშორდნენ – კურსდამთავრებულთა 60 წლის იუბილეზე.
შეხვედრის მონაწილეთა სია – 1985 წლის კურსდამთავრებულები: სარგსიანი იშხანი, ეღიაზარიან იურა, გაფოიან ანდრანიკი, კაროიან კარინე, დილანიან რეფსიმე, სერობიან ეთერა, შიპაქციან ბელა, ფაშაიან არფენიკი, გრიგორიან ალინა, სეროპიან ეღასი, დავთიან ვალერი, აღაიან მელინე.