ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაურის შემცვლელი წარადგინა – მას შეცვლის გელა გელაძე. იგი სუსის შეცვლილი უფროსის მოადგილის პოსტზე თითქმის ორი თვის წინ დანიშნეს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროიდან მუშაობს სისტემაში.

ახალი მინისტრის პრეზენტაციას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, – რომელიც დღეს დილას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა საზოგადოებას და თქვა, რომ სურს, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, – არ დასწრებია.