
27 მაისს, სამუშაო ვიზიტით ახალქალაქში ჩავიდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გარსი.
დილით ისინი ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან აქტიურ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრისას ელჩები გაეცნენ პროგრამას, რომელსაც ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“ ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მათ ასევე მოინახულეს სურბ ხაჩ ახალქალაქის ეკლესია, დაათვალიერეს JNEWS-ის რედაქცია, გაესაუბრნენ ჟურნალისტებს და შეხვდნენ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ამის შემდეგ დელეგაცია ახალციხეში გაემგზავრა, დღეს 28 მაისს, მსგავსი შეხვედრებია დაგეგმილი ელჩებთან მელინ არაკელიანთან და შერაზ გარსისთან.