შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური მიმართვას ავრცელებს:

ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მთელ სამთავრობო გუნდს, ასევე შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ გმირ პოლიციელს, მეხანძრეს და ა.შ.