
ახალქალაქში უახლოესი 3 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა ღამით +5, +10°, ხოლო დღისით +12, +17°. მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
ახალქალაქი და ნინოწმინდა აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მდებარეობს.
27 მაისი, სამშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში- დროდადრო ღრუბლიანობის მატება, ღამით ძირითადად ნალექი არ არის მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში ზოგან, ხანმოკლე წვიმა და ელვა, ასევე სეტყვაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა- მაღალმთიანეთში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°.
ოთხშაბათი, 28 მაისი
აღმოსავლეთ საქართველო- ღამით უმეტესად დროგამოშვებით ღრუბლიანობის გაზრდაა მოსალოდნელი ,ხოლო დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელვა. ღამით ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაც მოსალოდნელია. ქარი აღმოსავლეთის 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა- მაღალმთიან რაიონებში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.
ხუთშაბათი, 29 მაისი
აღმოსავლეთ საქართველო- დროგამოშვებით ღრუბლიანობის გაზრდა. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვა. ქარი აღმოსავლეთის 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა- მაღალმთიან რაიონებში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°, ზოგან +24°-მდე.