„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ცვლის გრანტების შესახებ კანონს.

პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპა“ კვლევისა და ინოვაციების პროგრამისა და ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები გათავისუფლდება მთავრობის სავალდებულო თანხმობისგან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ინიციატორები ითხოვენ მის დაჩქარებული წესით განხილვას.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები შეიტანა „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, გრანტის გაცემისთვის საჭიროა მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.

გრანტების გაცემისა და მიღების მონიტორინგი ნებართვის გარეშე დაევალა ანტიკორუფციულ ბიუროს.