
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა.
ინდექსის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 33.8%-იანი ზრდა, რომელმაც მთლიან ინდექსში 6.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 13.3%-ით არის გაზრდილი. ზრდა კვლავ ერთწლოვან კულტურებზე მოდის – მათი ღირებულება წინა წელთან შედარებით 51.6%-ით გაიზარდა, რაც ჯამურ ინდექსზე 9.09 პპ-ით აისახა.
ამავე პერიოდში:
მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6%-ით შემცირდა (შესაბამისად, -1.16 პპ გავლენა),
ხოლო ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 10.2%-ით გაიზარდა (5.39 პპ გავლენა).
ინდექსი ასახავს საქართველოში სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით. იგი მოიცავს როგორც ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებს, ასევე ცხოველურ პროდუქტებს (01.1, 01.2, 01.4 CPA 2008 სტანდარტით). მონაცემები მიღებულია სასოფლო მეურნეობათა სტატისტიკური გამოკითხვის შედეგად, რომელიც მოიცავს წარმოებას, მოსავლიანობას, პროდუქციის რეალიზაციას და სხვა მაჩვენებლებს ქვეყნის მასშტაბით.
წყარო Bm.ge