სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, 700-მდე წვევამდელმა ქვეყნის მასშტაბით ფიცი დადო კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის კათედრალთან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.

საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.