დღეს, 24 მაისს, ახალქალაქის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში, კურსდამთავრებულებმა სკოლას დაემშვიდობნენ. სკოლა 2-მა კლასმა, ჯამში 35 მოსწავლემ დაამთავრა.

Jnews photo - 1

35 კურსდამთავრებულიდან სამი მედალოსანია. ასევე, წელს სკოლა დაამთავრა ახალქალაქელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა- სარკის ტონაკანიანმა.

Дизайн без названия - 1

სკოლის დირექტორმა რუზანა თეფოიანმა მიულოცა კურსდამთავრებულებს და წარმატებები უსურვა:
„იყავით ცხოვრებაში მამაცი, ნუ განაწყენდებით და ნუ გატყდებით. ყოველთვის წინ იყურეთ და იარეთ წინ. იყავით კეთილი, თანამგრძნობი, მეგობრული. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომელ ერს წარმოადგენთ, სად არის თქვენი ფესვები, რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ მხრებზე. არ დაგავიწყდეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ და რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ მის მიმართ. ეროვნება და სახელმწიფო – ეს ორი კონცეფცია თან გაგყვებათ. ღმერთმა დალოცოს თქვენი გზა“, – თქვა სკოლის დირექტორმა რუზანა თეფოიანმა.

Jnews photo - 1

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1

Jnews photo - 1

საზეიმო ღონისძიებისთვის კურსდამთავრებულები საფუძვლიანად და ზედმიწევნით მოემზადნენ: კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ სიმღერებს, წარმოთქვეს მადლიერების სიტყვები, ცეკვავდნენ ქართულ და სომხურ ხალხურ ცეკვებს და სხვა მრავალს. ღონისძიება დასრულდა უკანასკნელი ვალსითა, ქუდებისა და ბუშტების ცაში გაშვებით.

Jnews photo - 1

Jnews photo - 1

კურსდამთავრებულებს წინ ახალი ჰორიზონტები ელით: გამოცდები, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება,ახალ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები. მაგრამ დღევანდელი დღე მათ დაამახსოვრდებათ, როგორც ბავშვობასთან დამშვიდობება და წიგნის ახალი თავის დასაწყისი.

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1