გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, დავით ბაქრაძემ.

საზეიმო მიღებაზე ქართული სიმღერები შეასრულეს სოფო ხალვაშმა და „თეატრალურმა კვარტეტმა”.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ გაერო-ში აკრედიტებული სახელმწიფოების ელჩები, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლები და დიპლომატები.