შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ნარკოტესტი 1479 მოქალაქემ ჩააბარა, რომელთაგან 1113-ს დაუდასტურდა.

ტესტირებისა და დადებითი შედეგების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში, სადაც 640 ტესტირებულიდან 542-ს დადებითი პასუხი ჰქონდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა, 5-დან 4.

გთავაზობთ სრულ სტატისტიკას რეგიონების მიხედვით:

  • თბილისი- 542 (640-დან)
  • კახეთი- 184 (212-დან)
  • სამეგრელო- 113 (133-დან)
  • იმერეთი-80 (144-დან)
  • ქვემო ქართლი- 74 (110-დან)
  • შიდა ქართლი- 66 (96-დან)
  • აჭარა- 38 (117-დან)
  • გურია- 12 (22-დან)
  • სამცხე-ჯავახეთი-4 (5-დან)