
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ახალქალაქში მასშტაბური ზეიმი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აორგანიზებს.
ახალქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება. ცნობილი ჯგუფები და ადგილობრივი ანსამბლები სხვადასხვა ნომრებს შეასრულებენ. ფესტივალს ორგესტრი დაიწყებს.
დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების პროგრამა შემდეგნაირად გამოიყურება:
12:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 12:00-18:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-18:00 – კვების ზონა;
12:00-18:00 – გამოფენა „ქართული გვაერთიანებს“;
12:00-18:00 – საბავშვო გასართობი ზონები და აქტივობები: ზღაპრის გმირების გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა (აკვაგრიმი), ხატვის გაკვეთილები, ჭადრაკი, გვირგვინების დაწვნა;
14:00 – ანიმაციური საცეკვაო თამაში;
15:00 – ადგილობრივი მოცეკვავე ანსამბლების, ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტი;
16:30 – საპნის ბუშტების შოუ;
16:45 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირების მონაწილეობით;
17:10 – ანსამბლი „მძლევარი” შეასრულებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, რის შემდეგაც, 17:15 საათზე გაიმართება გალა-კონცერტი ანსამბლი „ქუჩის მუსიკოსები“-სა და ანსამბლ „ფორტეს“ შემსრულებლების თიკა ჯამბურიასა და ირინა ბაირამაშვილის მონაწილეობით.
ღონისძიებები ჩატარდება ახალქალაქში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით.