ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში ახალი სკოლის მშენებლობა ნელა ტემპით მიმდინარეობს, რაც ამინდის თითქმის ყოველდღიური ნალექებითაა გამოწვეული, ეს ხელს უშლის სამუშაოების უწყვეტობას.

Jnews-ი ადგილზე ეწვია სამშენებლო ტერიტორიას, რათა გაცნობოდა სამუშაოების მიმდინარეობას.

sulda3

სკოლის სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელის, ნორიკ ზარმარიანის თქმით, მშენებლობა საწყის ეტაპზეა.

„საძირკველი უკვე ჩაყრილია, ამჟამად ბეტონის დასხმის ეტაპზე ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თუმცა, უწყვეტი წვიმები ძალიან აფერხებს ჩვენს მუშაობას“, — თქვა ნორიკ ზარმარიანმა.

მისი თქმით, გუნდი ცდილობს ეფექტიანად გამოიყენოს სტაბილური ამინდის დღეები სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად.

sulda2

შეგახსენებთ, რომ სოფელ სულდაში ახალი სკოლის მშენებლობა 2026 წლის ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერში შპს „MC Group“-მა გაიმარჯვა 4 931 692 ლარად. ახალაშენებული სკოლა იქნება ორსართულიანი, საერთო 2250 მ² ფართობით.

წაიკითხეთ ასევე
სულდაში მაცხოვრებლებს ახალი სკოლის შენობის მშენებლობის პროექტი წარუდგინეს

გევორგ ჯანოიან