2025 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ხელფასის მიმღებ პირთა საერთო რაოდენობა 963 ათას ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ PMCG-ი შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

ანალიზის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა 34.4% თვიურად მაღალ ხელფასს გამოიმუშავებს; 29.9% – საშუალო ხელფასს; 22% – საშუალოზე დაბალს; ხოლო 13.7% – დაბალს.

331 ათასი ადამიანი – 1 200-დან 2399 ლარამდე288 ათასი ადამიანი – 2 400 ლარი ან მეტი212 ათასი ადამიანი – 600-დან 1199 ლარამდე132 ათასი ადამიანი – 599 ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ PMCG-ისთვის მიწოდებული მონაცემები საბოლოო არ არის და, შესაძლოა, ოდნავი ცდომილებით იყოს წარმოდგენილი.

წყარო bizzone.info