წარმატებული განვითარებისთვის ნებისმიერ ბიზნესში, განსაკუთრებით წარმოების სფეროში, აუცილებელია განსაკუთრებული კომპონენტები, რომლებიც მხარს უჭერენ როგორც წარმოების პროცესს, ისე მთლიანად საწარმოს განვითარებას.ბიზნესში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და ნებისმიერი საქმის დაწყება საზოგადოებისთვის მისი სარგებლის შეფასებით ღირს – ასე მიიჩნევს ვაღარშაკ შაჰბეკიანი, ახალქალაქში ხელით ნაკეთი ფეხსაცმლის მწარმოებელი VR-Handmade-ის მფლობელი. ვაღარშაკი არა მხოლოდ კარგი ხელოსანია, არამედ წარმოების საკითხებში საინტერესო თეორეტიკოსიც.

,,ყოველთვის, როდესაც ბიზნესს იწყებ, უნდა დაიწყო იმით, თუ რამდენად სასარგებლოა ის საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი ადამიანისგან მოდის, იქიდან, თუ რა მოთხოვნა არსებობს. წარმატებული ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია ოთხი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება: დრო, ადგილი- სადაც აწარმოებ პროდუქციას, ადამიანები და მეთოდი, რომელსაც იყენებ.ამიტომ, თუ ამ ძირითად ფუნდამენტურ გამონათქვამებს დავეყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებზეც თქვენი წარმოებაა მიმართული, ვინც სამიზნე ბაზარია თქვენი”, – მიიჩნევს ის.
Jnews photo - 1

ვაღარშაკს მიაჩნია, რომ მისი საქმე (ფეხსაცმლის წარმოება) თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს საოჯახო ხელობაა, რომელშიც ის არა მხოლოდ შემოსავლის წყაროს, არამედ საოჯახო და კულტურული ტრადიციის ნაწილსაც ხედავს.

,,ჩემი ბიზნესი მემკვიდრეობითია, ბევრი ხელობა უკვე გაქრა, რადგან მოთხოვნადი აღარ იყო. მე ვთვლი, რომ ფეხსაცმლის წარმოება არ გაქრება, სანამ ფეხებს ფეხსაცმელი დასჭირდება. ადამიანისთვის ფეხები ძალიან მნიშვნელოვანია მას შეგვიძლია შევადაროთ -ერთან. მათ კარგი მოვლა სჭირდებათ. ამიტომ, როდესაც ფეხსაცმელს ვაკეთებ, ვცდილობ, რომ ადამიანს დიდხანს შეეძლოს ფეხზე დგომა, არ დაიღალოს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ადამიანს, რომელიც ჩემს ფეხსაცმელს შეიძენს, კომფორტულად ეცვას. რადგან ჩანდეს, რომ ეს ნატურალური პროდუქტია. მე ოცნება მაქვს და ვცდილობ ცხოვრების განმავლობაში მივაღწიო ამ ოცნებას. დავამატებ, რომ ბრენდს არა ერთი ადამიანი არამედ ირგვლივ გარემო ქმნის”-ამბობს ვაღარშაკი.

Jnews photo - 1

ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის შიგნით გამართული საწარმოო ციკლის გარეშე, ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე, შეუძლებელია თანამედროვე ეკონომიკის განვითარება. გერმანია იმ ქვეყნის მაგალითია, სადაც ადგილობრივ წარმოებას პატივს სცემენ და მხარს უჭერენ, და ეს მას ეკონომიკურ ძალას აძლევს. საქართველოში საპირისპირო სიტუაციიაა- ის ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს, მაგრამ არ ამუშავებს მას და ამიტომ რჩება აგრარულ ქვეყნად.
გერმანიაში პატივს სცემენ ადგილობრივ წარმოებას და ნებისმიერ შემთხვევაში ცდილობენ შეიძინონ პროდუქცია, რომელიც ადგილზეა დამზადებული. ეს ყველაფერზე საუბრობს უკვე. სახელმწიფოს მთლიანი პროდუქტი სწორედ ადგილობრივი წარმოებით არის მხარდაჭერილი. ანუ, ამ ბაზაზეა დაფუძნებული მთლიანი პროდუქტი. იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი პროდუქტი იყოს მხარდაჭერილი, აუცილებელია კომპონენტები, რომლებიც ამ ბიზნესს უჭერს მხარს. დავუშვათ, ფეხსაცმლის წარმოებისთვის აუცილებელია, რომ ადგილზე იწარმოებოდეს, მაგალითად, ტყავი ან ძირი, ანუ, შემადგენელი ნაწილები.ამ შემთხვევაში ქვეყანა მსუბუქი მრეწველობის ხდება. ჩვენ კი სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა ვართ, რადგან მხოლოდ ნედლეულს ვაწარმოებთ”, – ამბობს ვაღარშაკი.

Дизайн без названия - 1

ის მიიჩნევს, რომ პროდუქტის ხარისხის დაცვის გარდა, აუცილებელია მარკეტინგისა და ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გათვალისწინება სოციალურ ქსელებში, რაც ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

წაიკითხეთ ასევე- მემკვიდრეობითი ხელობიდან- მოდის ბიზნესამდე