
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. შედარებისთვის ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 217 მილიონი ლარით, ანუ 3%-ით მეტია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტში თითქმის თანაბარი – 2.5 მილიარდი ლარი შევიდა როგორც საშემოსავლო გადასახადისგან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი, რაც ქვეყანაში ხელფასების გაზრდილი მოცულობაზე მეტყველებს. თუმცა, უფრო ნაკლებად, 4%-ით გაიზარდა გადახდილი დღგ-ის მოცულობა.
ამასთან, 15%-ით არის შემცირებული მოგების გადასახადი და ის 975 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოში საფინანსო სექტორის გამოკლებით სხვა სექტორები განაწილებული მოგების გადასახადით იბეგრებიან, მოგების გადასახადის კლება კომპანიების მიერ რეინვესტიციების ზრდასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რის გამოც მათ მიერ გადასახადელი მოგების გადასახადი შემცირდა.
6%-ით შემცირდა აქციზის გადასახადიდან მობილიზებული თანხა და ის 699 მილიონი ლარი იყო. ეს კლება სავარაუდოდ გამოწვეულია იმით რომ 2025 წლიდან თამბაქოზე აქციზი გაიზარდა, ხოლო ამ ზრდამდე კომპანიებმა წინასწარ 2024 წელსვე მოამზადეს მსხვილი მარაგები.
სხვა გადასახადების მოცულობა კი 9%-ით, 379 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
2025 წლის ბიუჯეტის შესრულება კონკრეტული გადასახადების მიხედვით ასე ნაწილდება: