
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 24 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი ამინდი, უმეტესად უნალექო, ხოლო 24 მაისს თბილ ამინდთან ერთად ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელვა და სეტყვა. დღისით ტემპერატურა +20, +25 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22-23 მაისს უნალექო ამინდი, 24 მაისს კი ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და მშრალი ამინდი იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22-23 მაისს თბილი და მშრალი ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ცალკეულ ადგილებში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია წვიმა. დღისით ტემპერატურა +22-დან +27 გრადუსამდე მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი ზოგან შესაძლებელია წვიმა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსს მიაღწევს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი ცალკეულ ადგილებში შესაძლებელია წვიმა. დღის ტემპერატურა +21, +26 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელვა და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.