
დღეს, 2025 წლის 21 მაისს, ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში 19-მა აბიტურიენტმა დაემშვიდობა მშობლიურ სასწავლებელს.
ყვავილები, ლამაზად ჩაცმული ახალგაზრდები, მუსიკა, გამოსამშვიდობებელი სიტყვები, ემოციური განცდები… სწორედ ამ დღეს, ახალგაზრდები იხსენებენ უდარდელ სასკოლო წლებს.
საერთო არეულობაში ყველა ემოციურად იღიმება. ემოციები არ ასვენებთ არც კურსდამთავრებულებს, არც მასწავლებლებს და არც მშობლებს. კურსდამთავრებულები ერთ რიგში დგანან და ბოლოჯერ ემშვიდობებიან ამ სტუმართმოყვარე და მშობლიურ სასწავლებელს.
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო, რასაც ღონისძიების მხატვრული ნაწილი მოჰყვა. სიმღერა და ცეკვა, ნათქვამი და უთქმელი გამოსამშვიდობებელი სიტყვები, ტრადიციული ვალსი და შამპანური…
აღსანიშნავია, რომ წელს N5 სკოლის 19 კურსდამთავრებულიდან 2 ოქროს მედალოსანია.
წელს ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში სკოლა სულ 560-მა მოსწავლემ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 მაისს, „ბოლო ზარი“ ქალაქის N4 სკოლის მოსწავლეებისთვისაც დაირეკა. ამ დღეებში სოფლების სკოლაშიც ისმის „ბოლო ზარი“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლას 37 573 აბიტურიენტი ამთავრებს.
მეორედან- მეთერთმეტე კლასელებისთვის სასწავლო წელი 13 ივნისს დასრულდება.