სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის დროს სამედიცინო შემოწმებაზე გამოუცხადებლობისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ამ დარღვევისთვის პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის 1000-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული.