დღეს, 20 მაისს, ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ ზეიმი გაიმართა.ბოლო ზარი 12-წლიანი ერთობლივი და დაუღალავი შრომის შეჯამებაა ადამიანის ჩამოყალიბებისა და განათლების რთულ საქმეში, რომელშიც თითოეულს თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

ახალქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს სკოლა დაამთავრა 51 მეთორმეტეკლასელმა, აქედან 4 ოქროს და 5 ვერცხლის მედალზე.

verjin zang

verjin zang5

„ბოლო ზარი“ წელს დერენიკ დემირჩიანის სახელობის სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის გამორჩეული და განუმეორებელი იყო, რადგან მათთვის სასკოლო ზარი ბოლოჯერ დაირეკა.

verjin zang2

„ბოლო ზარისთვის“ მომზადება ერთი თვით ადრე დაიწყო. კურსდამთავრებულებმა დაწერეს სცენარი, დეტალურად შეიმუშავეს მოქმედებების გეგმა, ხოლო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მხარს უჭერდა კურსდამთავრებულთა ორიგინალური და საინტერესო იდეების განხორციელებას.

verjin zang4

verjin zang3

„ბოლო ზარის“ ყოველი დეტალი გააზრებული იყო: ჯერ სკოლის დირექტორმა ისაუბრა, შემდეგ კი კურსდამთავრებულებმა. მადლობის სიტყვები, სიმბოლური ვალსი და სომხური ქოჩარი, თეთრი მტრედები და წითელი ვარდები – კურსდამთავრებულები ცდილობდნენ, გამოსამშვიდობებელი ნომრები უნაკლოდ შეესრულებინათ.

verjin zang7

verjin zang8

„დღეს ქალაქის მე-4 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა „ბოლო ზარის“ გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სკოლა ორმა კლასმა დაამთავრა- სულ 51-მა კურსდამთავრებულმა. გულით ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს ამ სადღესასწაულო დღეს. ისინი ახალ ცხოვრებაში შედიან, წარმატებით შესულიყვნენ და მიაღწიონ ოცნების მწვერვალებს“, — თქვა ქალაქის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა გაიანე კარახანიანმა.

ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა სკოლის ზარის გადაცემა პირველკლასელისთვის, როგორც სკოლაში მოწვევისა და ცოდნის სიმბოლო.

verjin zang6

„ბოლო ზარის“ ზეიმი მე-4 სკოლაში სომხური ქოჩარის ცეკვით დასრულდა და მშვიდობის სიმბოლოდ ცაში თეთრი მტრედები გაუშვეს. აღელვებულები იყვნენ როგორც კურსდამთავრებულები, ისე მასწავლებლები და მშობლები. მზის პირდაპირ სხივებსა და ყვავილების ტალღაში ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული: მღელვარება, სევდა და სიხარული…

verjin zang10

verjin zang9

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლას 37 573 მოსწავლე ამთავრებს.

მეორედან მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 13 ივნისს დასრულდება.