საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 24 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვლის შედეგად დაღუპული პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევა.

საქართველოს მთავრობა, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, 20 000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს.

ფინანსური დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა (შვილმა ან მეუღლემ) განცხადება და საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში.

ბრძანებულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.