
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გამოკლებით) 7,755.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.3%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:
ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში 2,014.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 14.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმპორტმა 5,741.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15.7%-ით მეტია.
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3,726.9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ს შეადგენს.
სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიან ბრუნვაში 69.9% შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
თურქეთი — 914.3 მლნ აშშ დოლარი
აშშ — 902.0 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი — 859.1 მლნ აშშ დოლარი