12-დან 18 მაისის ჩათვლით, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის 13-14 წლის 13 მოკრივე მონაწილეობდა კრივის საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც ქუთაისში ჩატარდა. ახალქალაქელმა მოკრივეებმა ჩემპიონატიდან ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.

მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანი საქართველოს კრივის ჩემპიონატზე ახალქალაქის სპორტული კომპლექსის აღზრდილების გამოსვლას დამაკმაყოფილებლად აფასებს. მოლოდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე დაფიქსირებული შედეგები.

„ამჯერად ოთხმა მოკრივემ დაიკავა მესამე ადგილი. რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ეს სპორტია – სადაც არის გამარჯვება, იქ არის დამარცხებაც. ჩვენ შეჩვეული ვიყავით, რომ ყოველ ჯერზე პირველ და მეორე ადგილებს ვიკავებდით, მაგრამ ამჯერად სხვადასხვა მიზეზების გამო ქუთაისიდან 4 ბრინჯაოთი დავბრუნდით“, – თქვა გაგიკ ელიზბარიანმა.

მისი თქმით, მთავარი და ხელისშემშლელი გარემოება იყო ის, რომ ჩვენი რამდენიმე სპორტსმენი ტრავმებით გამოვიდა.

„პატარები იყვნენ ამჯერად, გვყავდა მოკრივეები, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ, ამის გამო ამჯერად ასეთი შედეგებით დავბრუნდით“, – დაამატა გაგიკ ელიზბარიანმა.

დავამატებთ, რომ ივნისის დასაწყისში ახალქალაქის სპორტული კომპლექსის უკვე ახალგაზრდა მოკრივეები ემზადებიან ფოთში გასამართ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

წაიკითხეთ ასევე:
ახალქალაქელი მოკრივეები ნახევარფინალში არიან

ახალქალაქელი სკოლის ასაკის მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობენ

ფოტო- საქართველოს კრივის ფედერაციის ფეისბუქის გვერდიდან.