ვატიკანში რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაში 150-მდე საერთაშორისო დელეგაცია მონაწილეობდა.

გავრცელებული ცნობით, ცერემონიას ესწრებოდნენ მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახების წევრები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი.

კონკლავმა ახალი პაპი ლეო XIV (რობერტ პრევოსტი) 8 მაისს აირჩია. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.