საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი თითქმის 23%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებულია 1364 ტონა ყველი და ხაჭო (ჯამში 6.88 მლნ დოლარის), ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში 1 673 ტონა (სულ 8.7 მლნ დოლარის ღირებულების).

2025 წლის პირველ სამ თვეში საქართველო აღნიშნულ პროდუქციას ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნისგან ყიდულობდა:

  • თურქეთი – 1.4 მილიონი აშშ დოლარის 394 ტონა;
  • გერმანია – 1.37 მილიონი აშშ დოლარის 230 ტონა;
  • რუსეთი – 941 ათასი აშშ დოლარის 228 ტონა;
  • პოლონეთი – 1.1 მილიონი აშშ დოლარის 192 ტონა;

ნიდერლანდები – 636 ათასი აშშ დოლარის 95 ტონა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოს ყველისა და ხაჭოს იმპორტი გაუძვირდა. შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი თუ 5 დოლარი იყო, წელს ღირებულება გადასახადების გარეშე 5.2 დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ქართული ყველის ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 15%-ით გაიზარდა. კერძოდ, შარშან ექსპორტზე გავიდა 146 ათასი დოლარის ღირებულების 12.4 ტონა ქართული ყველი და ხაჭო, ხოლო წელს იანვარ-მარტში 165.6 ათასი დოლარის 14.2 ტონა.

გასულ წელს 1 კგ ქართული ყველისა და ხაჭოს ექსპორტი გადასახადების გარეშე 11.8 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ფასი მცირედით – 11.7 დოლარამდე შემცირდა.

2025 წლის იანვარ-მარტში ქართული ყველი და ხაჭო სულ ოთხ ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე, კერძოდ:

  • აშშ – 122 710 დოლარის 11.24 ტონა;
  • კანადა – 27 470 დოლარის 1.98 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 14 180 დოლარის 900 კგ;
  • ქუვეითი – 1 340 დოლარის 70 კგ.