ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი, 25 წლის JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. მან 436 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა ავსტრია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა იტალიას ერგო.

საქართველოდან ჟიურის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ევროვიზია 2025-ის ფინალში 26 ქვეყანა წარდგა: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.

საქართველოს ევროვიზია 2025-ზე მარიამ შენგელია, სიმღერით Freedom წარადგენდა.

69-ე ევროვიზიას შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.