
დღეს, 18 მაისს, თბილისის მოედანი ხალხმრავალი იყო. დედაქალაქის გულში აღნიშნავდნენ საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილ ვარდატონს.
სამი საუკუნის შემდეგაც კი, საიათნოვას სიმღერა ცოცხლობს თბილისის ქუჩებში. აშუღური ხელოვნების დიდოსტატის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვარდატონი კვლავ გააერთიანა ხალხი: სომხები და ქართველები, ხელოვანები და მუსიკის მოყვარულები.
ტრადიციის თანახმად, დღე დაიწყო „ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმიდან“, საიდანაც მსვლელობა დაიძრა ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით. მონაწილეებს ხელში ეჭირათ წითელი ვარდები, როგორც საიათნოვას უკვდავების, მისი შემოქმედების თანამედროვეობისა და მისი დატოვებული მემკვიდრეობის მარადიული გავლენის ნიშანი. მსვლელობის მონაწილეები, ახალგაზრდებიდან ხანდაზმულებამდე, გაერთიანებულნი იყვნენ ერთი საერთო შინაგანი სამყაროს – აშუღის მელოდიების გარშემო.
მსვლელობა დასრულდა სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც განისვენებს საიათნოვა. ვარდების ტკბილი სურნელი შეერწყა ლოცვის ბუტბუტს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დროს. ცერემონია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირიაკოს დავითიანმა, სასულიერო პირების მონაწილეობით. ხალხი მოწიწებითა და მადლიერებით მიუახლოვდა საიათნოვას საფლავის ქვას.
ვარდატონის ღონისძიებები გაგრძელდა გორგასლის მოედანზე, ღია ცის ქვეშ კონცერტით, სადაც გაჟღერდა საიათნოვას სიმღერები და მათგან შთაგონებული თანამედროვე შესრულებები. ეს ხმოვანი ხიდი, საუკუნეებიდან მომდინარე, დღესაც აერთიანებს თაობებს. ვარდატონი თბილისის სომხური თემისთვის იქცა თვითმყოფადობის, მეხსიერებისა და კულტურული ცოცხალი სულის სიმბოლოდ. ყველა თბილისელმა სომეხმა იციან- ეს დღე ვარდატონია, ხოლო საიათნოვა არა მხოლოდ მღეროდა წარსულიდან, არამედ ცოცხლობს აწმყოს ყველა სადღესასწაულო ნოტაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, თბილისის სომხური სამოციქულო ეკლესიების სასულიერო პირები, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ჰარუთ პამბუკჩიანი, სტუმრები საქართველოდან და სომხეთიდან და სხვა პირები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სპეციალური სტუმარი იყო მომღერალი მავრ მკრტჩიანი. გაჟღერდა საიათნოვას ნაწარმოებები როგორც სომხურ, ისე ქართულ ენებზე.
ტრადიციული ღონისძიება წელსაც ჩატარდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართველ-სომეხთა კავშირის“ მიერ, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და თბილისის მერიისა და საკრებულოს მფარველობით.