დღეს, 18 მაისს, მსოფლიო ეროვნული კოსტუმის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საცეკვაო ანსამბლებმა ახალქალაქის ცენტრალურ პარკ „ხას ბახჩაში“ ტარაზის (ეროვნული კოსტუმის)ადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს.

ახალქალაქში ეროვნული ტარაზის დღე 2017 წლიდან აღინიშნება.

taraz1

ფესტივალის ინიციატორები არიან ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორი, ალიკ ქსპოიანი და ანსამბლ „მურჯის“ ქორეოგრაფი, გიორგი მეტრეველი.

taraz6

taraz3

დღევანდელ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების შვიდმა ანსამბლმა. მათ შორის იყო ანსამბლები „ჯავახკი“ და „მურჯი“, სოფელ ხანდოს, ვარევანისა და ვაჩიანის საცეკვაო ანსამბლები, ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლი „ჰაიკი“, ასევე არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული საცეკვაო კოლექტივი „ზართონქი“.

tarazz

taraz7

taraz8

tarazz1