
ბოლო 1-1.5 თვის განმავლობაში, სომხური კომპანიები, რომლებიც ალკოჰოლურ პროდუქციას რუსეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში ლარსის გავლით ექსპორტს ახორციელებენ, როგორც თავად აცხადებენ საქართველოში ახალ შემოწმებებს აწყდებიან.Jnews-მა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ჰკითხა, იციან თუ არა ამ პრობლემების შესახებ და რა თუ იღებენ რაიმე ზომებს მათ მოსაგვარებლად.
ალკოჰოლური სასმელების ექსპორტით დაკავებული სომხური კომპანიების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათი ტვირთები შემოწმებას გადის, რის გამოც ისინი დიდ ზარალს განიცდიან.
სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში ჩვენს მოთხოვნაზე შემდეგი პასუხი გასცა.
„სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ინფორმირებულნი არიან თქვენს მიერ მითითებული პრობლემების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებს საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან დეტალების დაზუსტებისა და შესაძლო გადაწყვეტილებების განხილვის მიზნით.“
საელჩო ახორციელებს კოორდინირებულ მუშაობას სომხეთის შესაბამის უწყებებთან და თანამშრომლობს ქართულ მხარესთან პრობლემის მაქსიმალურად ოპერატიულად მოსაგვარებლად, – ნათქვამია წერილში.
სომხური ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა Azatutyun.am-ის ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეს აქამდე არასდროს მომხდარა, ამის გამო ორივე მხარე სერიოზულ ფინანსურ ზარალს განიცდის და ყოველი შეფერხების დღისთვის ისინი გადამზიდავს უხდიან ფულს, თავად საქონელი კი საბოლოოდ დაგეგმილზე დაახლოებით ერთი თვით გვიან ჩამოდის.
აღსანიშნავია, რომ azatutyun.am-ის ცნობით, სომხური სატვირთო მანქანები, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ექსპორტს ახორციელებენ, ბოლო 1,5 თვის განმავლობაში უჩვეულო შემოწმებებს ექვემდებარებიან.
მწარმოებლებს ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ რუსულ მხარესთან წინასწარ შეთანხმებული სახელშეკრულებო ვადების დაცვას. და ამ დროის, თაროები შეიძლება დაიკავოს აზერბაიჯანეთში წარმოებული სასმელები, რადგან მათი მიწოდება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება.
13 მაისს, ერევანში, საქართველოს საელჩოს წინ, კონიაკის მწარმოებლებმა და გადამზიდავებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლებიც ელჩთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სურდათ პასუხის მიღება კითხვაზე, თუ რატომ მოწმდება საქართველოში სომხეთიდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გადამზიდავი მანქანები, თუ ისინი საქართველოში არ იყიდება.