როგორი იყო ულუმბოს „უცხო-სუნელი“ მოსავალი გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და როგორია ექსპორტისა და გაყიდვების მდგომარეობა – Jnews-მა ამ და სხვა მრავალი საკითხის შესახებ ჰკითხა ფერმერ არშალუის გალსტიანს, რომელიც ამ კულტურის მოყვანითა და ექსპორტით არის დაკავებული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აგანის მაცხოვრებელი, ფერმერი და აგრონომი არშალუის გალსტიანი დაახლოებით 40 წელია, რაც ულუმბოს, (რომელსაც უცხო-სუნელის სახელით არის ცნობილი), მოჰყავს და ყიდის. ის რეგიონში ერთადერთი ფერმერია, რომელიც არა მხოლოდ ამ სანელებელს მოჰყავს, არამედ საზღვარგარეთშიც ექსპორტზე გააქვს.

არშალუის გალსტიანმა უცხო-სუნელის კულტივაცია ბიზნესად აქცია. მისი თქმით, გასულ წელს მოსავალი ხელსაყრელი ამინდის წყალობით ძალიან კარგი იყო. თუმცა, პროდუქციის გაყიდვები სათანადო დონეზე არ იყო, რაც, ფერმერის თქმით, შეზღუდული ბაზრით არის განპირობებული.

,,სუნელი -ეს არის სანელებელი, მისი გამოყენება შეზღუდულია. როდესაც ჭარბად არის, გაყიდვა რთულია. გასული წლის მოსავალი იმდენად კარგი იყო, რომ კიდევ ორი წელი გვეყოფა”, — აღნიშნა ფერმერმა.

ამჟამად 1 კგ მზა სუნელი 8–10 ლარი ღირს, მაშინ როცა გასული წლის გაზაფხულზე 1 კგ თესლი 50 ლარი ღირდა. არშალუისი ყოველწლიურად დაახლოებით 10 ჰექტარს თესავს, მინდვრებს მავნებლების გამო ცვლის, რომლებიც მოსავლიანობას ამცირებენ.

ზოგიერთ ადგილას მოსავლიანობამ 50 კგ-ს მიაღწია 1 ცენტნერზე, რაც მნიშვნელოვნად მაღალია წინა წლებთან შედარებით (20 კგ). თუმცა, მოსავლის ზრდის მიუხედავად, გაყიდვა პრობლემად რჩება.

,,ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ არა იმდენად, რომ მთელი მოსავალი გაიყიდოს. უცხო სუნელს იყენებენ ხორცის მრეწველობაში და რესტორნებში, მაგრამ ეს მოთხოვნა საკმარისი არ არის. ბაზარი უკვე განაწილებულია, გაფართოება შეუძლებელია, თუ სხვების წილს არ წაართმევ”, — აღნიშნა გალსტიანმა.

მისი თქმით, ადრე რუსეთსა და ევროპაში უცხო სუნელის ერთ კილოგრამს 8 დოლარად ყიდიდნენ, ახლა კი ფასი 4–5 დოლარამდე დაეცა. გარდა ამისა, ამ სანელებლის მოყვანა ძალზედ შრომატევადი პროცესია, ყველაფერი ხელით კეთდება და ცოტა მოგება.

არშალუის გალსტიანი წელს მოსავლის პროგნოზირებას ვერ ახდენს – ყველაფერი ამინდის პირობებზე იქნება დამოკიდებული.