
შეერთებულმა შტატებმა რუსეთ-ნატოს საბჭოს მუშაობის განახლება შესთავაზა. ამის შესახებ Bloomberg-ი გვაცნობებს.
ბლუმბერგის მონაცემებით, მოსკოვი კვლავ თავს არიდებს აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას, რომელიც მოიცავდა კონფლიქტის გაყინვას, აშშ-ის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ამერიკული სანქციების გაუქმებას.
ამავდროულად, როგორც ბლუმბერგის სტატიაშია ნათქვამი, აშშ-მა მოამზადა ახალი იდეა, რომელიც შესაძლოა დააინტერესებდეს რუსეთის ფედერაციას.
„მას შემდეგ აშშ-მ წინადადებას ახალი დეტალები დაამატა, მათ შორის წინადადება ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.
რუსეთ-ნატოს საბჭო არის ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ ფუნქციონირება შეწყვიტა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა ბრიუსელში 2022 წლის 12 იანვარს. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიებზე“, რომლებიც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უარყვეს.